პრობლემა - ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა საზოგადოებაში ერთ-ერთი მწვავე და აქტუალური პრობლემაა. მისი მიზეზი ძირითადად განპირობებულია საზოგადოების დაბალი სამართლებრივი შეგნებითა და ცნობიერებით . ამის გამო ილახება პიროვნების ღირსება, მისი უფლებები და იზღუდება ადამიანის სოციალური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პროექტის მიზანი;
ქალთა და ბავშთა ძალადობის პრევენციის ოპტიმალური გზების დასახვა , სამართლებრივი ცნობიერებისა და კულტურის ამაღლება, გარდა ამისა მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ პრობლემების აღმოჩენისა და მოგვარების უნარ-ჩვევები.
განხორციელებული აქტივობები:
* მინი ლექციების ჩატარება ბავშვთა და ქალთა ძალადობასთან დაკავშირებით.
* დებატები თემაზე; ,, როდის ირღვევა ადამიანის უფლებები".
* ფორუმ-თეატრის ჩატარება.
* საინიციატივო ჯგუფის შექმნა , რომელმაც ორგანიზება გაუწია ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებას.
* მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება და დისკუსია აღნიშნულ თემაზე.
* ბლოგის შექმნა და ინფორმაციის განთავსება.




Комментариев нет:
Отправить комментарий