четверг, 2 июля 2015 г.

       





    პრობლემა  -       ქალთა  და  ბავშვთა მიმართ ძალადობა საზოგადოებაში    ერთ-ერთი   მწვავე   და    აქტუალური   პრობლემაა.  მისი მიზეზი ძირითადად  განპირობებულია  საზოგადოების  დაბალი  სამართლებრივი  შეგნებითა  და  ცნობიერებით .   ამის  გამო ილახება  პიროვნების  ღირსება, მისი  უფლებები და იზღუდება  ადამიანის  სოციალური  ჩართულობა  საზოგადოებრივ  ცხოვრებაში.


     პროექტის   მიზანი;

    ქალთა და ბავშთა   ძალადობის  პრევენციის   ოპტიმალური   გზების  დასახვა  ,  სამართლებრივი   ცნობიერებისა და კულტურის ამაღლება,  გარდა ამისა მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ  პრობლემების  აღმოჩენისა და მოგვარების  უნარ-ჩვევები.


     განხორციელებული  აქტივობები:



   *     მინი  ლექციების  ჩატარება   ბავშვთა  და ქალთა  ძალადობასთან  დაკავშირებით.


*    დებატები  თემაზე;   ,, როდის  ირღვევა ადამიანის  უფლებები".

  *  ფორუმ-თეატრის  ჩატარება.

  *  საინიციატივო  ჯგუფის  შექმნა ,  რომელმაც  ორგანიზება გაუწია  ძალადობის  წინააღმდეგ  კამპანიის  წარმოებას.

*   მხატვრული და დოკუმენტური  ფილმების  ჩვენება და დისკუსია  აღნიშნულ  თემაზე.


*   ბლოგის  შექმნა და ინფორმაციის  განთავსება.